მოთხოვნა სტაბილურად დადებითი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა სამანქანო გზის მოწესრიგების შემდეგ ვფიქრობთ, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, - ამის შესახებ ომალოში მდებარე საოჯახო სასტუმრო "სარგირის" დირექტორმა მარიამ გიღოიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, მათი დამსვენებლების ნახევარი უცხოელები არიან, რომლებიც საცხენოსნო ტურების მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ.
"ჩვენს საოჯახო სასტუმროში ჯამში 18 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა გვაქვს. წელს სეზონი უამინდობის გამო შედარებით გვიან დაიწყო, თუმცა დამსვენებლების მხრიდან უკვე მაღალი მოთხოვნაა. ჩვენი სტუმრების 50% უცხოელია, ხოლო 50% ქართველი. უცხოელები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ, მათ შორის, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ.
მოთხოვნა სტაბილურად დადებითი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა სამანქანო გზის მოწესრიგების შემდეგ ვფიქრობთ, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამჟამად, ხშირად იკეტება გზა, რაც დისკომფორტია დამსვენებლებისთვის”, - აცხადებს მარიამ გიღოიძე.
როგორს სასტუმროს დირექტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ინფრასტრუქტურული გამოწვევებია სასტუმრო ბიზნესის კუთხით კონკურენცია იზრდება.
"ძალიან ბევრი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა ბოლო პერიოდში, რაც მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარეობს. ჩვენ კი ვცდილობთ უფრო დავხვეწოთ სერვისი და კონკურენციას ასე ვუპასუხოთ”, - აღნიშნა მარიამ გიღოიძემ.