logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ 2026 წლის ბოლოსთვის, ოქროს ფასი $4900-დან $6000-მდე იყოს"

მთელ მსოფლიოში ოქროზე, როგორც საიმედო საინვესტიციო აქტივზე, მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „მატიოს“ დამფუძნებელმა, რატი მესხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შემსყიდველებს შორის აქტიურობენ როგორც სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები, ისე საიუველირო კომპანიები და ინვესტორები.

„ოქროზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ 2026 წლის ბოლოსთვის, 1 უნცია ძვირფასი მეტალის ღირებულება 4900 დოლარიდან 6000 დოლარამდე იყოს. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, წლის დასაწყისთან შედარებით, რა დროსაც გვახსოვს, რომ ოქროს ფასმა 5000 დოლარსაც კი გადააჭარბა, ახლა ფასები შედარებით შემცირებულია და დაახლოებით, 4000 დოლარის ფარგლებში მერყეობს“,- აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, გლობალურ ბირჟებზე, 1 უნცია ოქრო 4139 დოლარად ივაჭრება.

შეგახსენებთ, ოქროს ფასების აღმავალი ტენდენცია 2022 წელს დაიწყო, რაც რუსეთ-უკრაინის ომთან იყო დაკავშირებული და მაშინ, 1 უნციის ღირებულებამ 2000 დოლარს გადააჭარბა. 2023 წელს, დაახლოებით, იგივე ფასები დარჩა, 2024 წელს -  ოქროს ღირებულება 3000 დოლარს მიუახლოვდა, 2025 წელს -  ყველა დროს რეკორდი მოხსნა და ძვირფასი მეტალის ფასმა 4500 დოლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, 1 უნცია ოქრო 5600 დოლარიც კი ღირდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

გამოგვყევით