logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგები ტურისტულ ნაკადს ამცირებს" - სასტუმრო "ზედაზენი"

ჩვენი ძირითადი დამსვენებლები რუსეთიდან და ბელორუსიიდან არიან და საქართველოში ყაზბეგის გავლით შემოდიან. როგორც ვიცი, გაფუჭებული გზის - ამ კუთხით მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული ხანგრძლივი რიგების გამო, ბევრი ტურისტი საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენის" მენეჯერმა ჟანა დოგუზოვამ "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა. 

როგორც სასტუმროს მენეჯერმა აღნიშნა, ამჟამად ობიექტი 30%-იანი დატვირთულობით მუშაობს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 5%-ით ჩამოუვარდება. 

"გამშვებ პუნქტზე არსებული შეფერხებების გამო, როდესაც სტუმრებს 5 საათზე ველოდები შესაძლოა მოვიდნენ ღამის 12 საათზე, რაც მათთვის სერიოზული დისკომფორტია. 

ზოგადად, წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. ვისაც ვესაუბრები ყველა უჩივის ტურისტების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ვიზიტორებისა და უცხოელების საერთო მაჩვენებლით გვაქვს იმედი, რომ ივლისში 70%-იანია დატვირთულობით ვიმუშავებთ, ხოლო აგვისტოში 50%-მდე", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

მისივე თქმით, წინა წლებში აუზის სეზონი აქტიურად მაისიდან იწყებოდა და კომპლექსს ადგილობრივები ხშირად ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდნენ. თუმცა, წელს უამინდობის გამო ეს ტენდენციაც მნიშვნელოვნად შემცირდა.

ცნობისთვის, საგურამოსთან მდებარე სასტუმრო "ზედაზენი" 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი 51 სასტუმრო ნომერს და ღია აუზს მოიცავს.

გამოგვყევით