logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"სეტყვის შემდეგ "არდიმ" 500-მდე განაცხადი მიიღო - ზარალი, დაახლოებით,₾1 მლნ ლარია" - მიხეილ ჯაფარიძე

სადაზღვევო კომპანია "არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ივნისის თვეში სადაზღვევო კომპანიის ზარალმა დაახლოებით, მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ძირითადი ანაზღაურებები სწორედ სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანზე მოდიოდა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ივნისი სადაზღვევო სექტორისთვის ზარალიანი თვე აღმოჩნდა, წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი სადაზღვევო კომპანიების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

"სადაზღვევო კომპანიებს როგორც გვქონდა ივნისის თვე დაგეგმილი, ცხადია ასიმეტრიები იქნება, თუმცა ამას დიდი ეფექტი არ ექნება. ჩვენს კომპანიაში სეტყვის შემდგომ დაახლოებით, 500-მდე ზარი შემოვიდა და აბსოლუტურ უმრავლესობას, დამდგარი ზარალი უკვე აუნაზღაურდათ", - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისში ძლიერი ნალექი და სეტყვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სხვადასხვა უბანში დაზიანდა ავტომობილები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ქონება.

ეკონომიკა

გამოგვყევით