Quadrum Georgia ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრ - Urban Mall-ს შემოდგომაზე გახსნის. როგორც Quadrum Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერმა თეიკო ლომინაძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ამ ეტაპზე, სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, Urban Mall-ი მოიცავს კვების ჰიპერმარკეტს, Domino-ს მაღაზიას და ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული ოპერატორების ფართო არჩევანს.
"უნიკალური არქიტექტურული დიზაინით გამორჩეული სავაჭრო ცენტრი განთავსებული იქნება დაახლოებით, 20 000 კვ.მ-ზე და ადგილობრივი მოსახლეობისა და შორ მანძილზე მგზავრებისთვის ადვილად მისადგომი იქნება", - აღნიშნულია Urban Mall-ის ოფიციალურ გვერდზე.
თეიკო ლომინაძის ინფორმაციით, პროექტის საბოლოო საინვესტიციო ღირებულება და სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის განხილვის ეტაპზეა.
ცნობისთვის, Quadrum Georgia არის მსხვილი დეველოპერული და უძრავი ქონების მართვის კომპანია საქართველოში, რომელიც, სხვადასხვა აქტივთან ერთად, ფლობს და მართავს ისეთ ცნობილ სავაჭრო ცენტრი, როგორიცაა "ისთ ფოინთი" (East Point) და "დომინო".