logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ბიზნესმენი კახა გველესიანი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბიზნესმენი კახა გველესიანი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

1782915235

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი კახა გველესიანი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კახა გველესიანი საქართველოს ბიზნესისა და დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები - Tbilisi Marriott Hotel, Courtyard by Marriott Tbilisi და Moxy Tbilisi, ასევე მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსის რეაბილიტაცია.

ცნობისთვის, კახა გველესიანი 1960 წელს თბილისში დაიბადა. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში გველესიანის საქმიანობა ფინანსურ და ბიზნეს სექტორს უკავშირდებოდა.

1998-2003 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ხოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2025 წლამდე საგამოფენო ცენტრ ''ექსპო ჯორჯიას'' მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.

ეკონომიკა

გამოგვყევით