„კომბინატის“ სივრცეში სოციალური საწარმო „სადგურის“ ინიციატივითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით, საქართველოში რიგით მეორე მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა „გაცვლა 2026“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი ლუდი „ქარვა“ იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხარდამჭერი კომპანიების გამოუსადეგარი მასალებისგან სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც მათი მიმდინარე კამპანიების გზავნილებს ახალი ფორმით წარმოაჩენს და იდეებისა და ბრენდის მესიჯების ახალ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.
გამოფენის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ნივთები არ უნდა დარჩეს დროებითობის ჩარჩოში. მათ შეუძლიათ ახალი ფორმით, ახალი დანიშნულებითა და ახალი მნიშვნელობით გააგრძელონ არსებობა. პროექტის მთავარი მიზანია, ჩართულ კომპანიებთან ერთად საზოგადოებას აჩვენოს, რომ ნივთის ღირებულება მისი პირველადი დანიშნულების ამოწურვით არ სრულდება და მას ახალი ფუნქციის, ახალი მნიშვნელობისა და ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია - ახალი ფორმით, ფუნქციითა და მნიშვნელობით განაგრძოს არსებობა.
„სოციალური საწარმო „სადგური“ ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მექანიზმების დანერგვას ბიზნესსა და საზოგადოებაში. პროექტი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარკეტინგის, გარემოს დაცვისა და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ „გაცვლა 2026“ ხელოვნებისა და ეკომეგობრული მიდგომების შერწყმის მაგალითია, რომელიც მიზნად ისახავს მეორადი და გამოუსადეგარი ნივთების ხელახალ გამოყენებასა და მათ კულტურულ კონტექსტში გადატანას. ღონისძიების ფარგლებში, ძველი და დაზიანებული ნივთები გარდაიქმნა ღირებულ ექსპონატებად. გვიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება ბიზნესის ინტერესი და პროექტის ცნობადობა, ვიმედოვნებთ 2027 წელს პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება,“ - პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს სოციალური საწარმო „სადგურის“ დამფუძნებელი ნინი ღვინაშვილი.

გამოფენა კლასიკური მუსიკის თანხლებით გაიხსნა. მშვიდ და შემოქმედებით გარემოში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თითოეული ექსპონატის ისტორიას, მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ აქტივობებში და მოესმინათ ჩართული კომპანიების წარმომადგენლების ხედვები მდგრადი ტრანსფორმაციისა და ინიციატივაში მათი მონაწილეობის შესახებ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, სოციალურ საწარმო „სადგურს“, ყველა ჩართულ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ორიგინალური ინსტალაციების შექმნაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადობის თემის ხელოვნების ენაზე გადმოცემა. ლუდი „ქარვასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ასეთი პროექტების მხარდაჭერა. ბრენდი 10 წელზე მეტია ახორციელებს კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერის პროგრამებს. გვეამაყება, რომ ბევრ დამწყებ არტისტს დავეხმარეთ გზის გაკვალვაში. გამოფენაზე მოწვეულმა სტუმებმა ნახეს „ქარვას“ ძალიან საინტერესო ინსტალაცია, რომლის კონცეფციაა „ცხოვრება იზომება ემოციებით“. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როცა ბევრი სასიამოვნო ემოციის შეგროვება შეგვიძლია. ზუსტად ამ თემაზეა ჩვენი ახალი ლიმიტირებული საზაფხულო სერია, რომელიც ამ დღეს გვქონდა წარმოდგენილი და გამოფენის სტუმრებმა პირველებმა ნახეს, რომლის კონცეფციაა „განქარვების დღეები და ღამეები“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი ქეთევან ჟვანია.

საღამოს განმავლობაში სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ინსტალაციების გათამაშებაში და თავად გამხდარიყვნენ ერთ-ერთი ნამუშევრის მფლობელები. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულდა კომბინატის ტერასაზე, ნეთვორქინგის სივრცეში, სადაც სტუმრებს დახვდათ ლუდი “ქარვას” ახალი საზაფხულო ლიმიტირებული სერია და გაეცნენ კამპანიის კონცეფციას “განქარვების დღეები და ღამეები”.
„გაცვლა 2026“-ის პარტნიორები იყვნენ: ლუდი “ქარვა”, „სოკარი”, “სანდორა” და “თიბისი დაზღვევა”.