logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"Starbucks-ში პირველი დღისთვის დატვირთულობა იმაზე მაღალია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა" - მიხეილ ხიდურელი

„Starbucks-ში პირველი დღისთვის დატვირთულობა ძალიან მაღალია.  იმაზე მაღალი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით,  ამ დროისთვის Starbucks-ი "აქსის თაუერსში"სატესტო რეჟიმში მუშაობს. ოფიციალურად კი 13 ივნისს გაიხსნება.

ცნობისთვის, საქართველოში "სტარბაქსის" მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნა,  რომელიც „სტარბაქს"-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

Alshaya Group ევრაზიაში Starbucks-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

Starbucks მსოფლიო ბაზარზე 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

გამოგვყევით