logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს

1783082744

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს.

აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 4 115 960 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა - 347 087 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოგვყევით