logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბათუმში უძრავი ქონება 8%-ით გაძვირდა - "თიბისი კაპიტალი"

ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვები წლიურად 15%-ით გაიზარდა. რაც "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს. ამავე პერიოდში  ბათუმში 3 880 ბინა გაიყიდა.

რაც შეეხება ფასებს, პირველ კვარტალში საშუალო გასაყიდი ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. რაც პრემიუმ პროექტების მიწოდების მატებამ განაპირობა.

როგორც "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული, მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ქალაქებთან შედარებით, ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება,  დაბალია.

საკურორტო ქალაქებიდან უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ნიცაში ღირს. პირველ სამეულში ასევე ხვდება იბიცა და სპლიტი.

რაც შეეხება ამონაგებს  უძრავი ქონებიდან, ამ მხრივ ჩამონათვალში მაიამის შემდეგ, მეორე ადგილით ბათუმი ლიდერობს.

გამოგვყევით