logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოს ფოსტა თანამედროვე ლოგისტიკური სერვისებით ადგილობრივ მეწარმეებს საერთაშორისო გადაზიდვების შესაძლებლობას სთავაზობს

საქართველოს ფოსტა თანამედროვე ლოგისტიკური სერვისებით ადგილობრივ მეწარმეებს საერთაშორისო გადაზიდვების შესაძლებლობას სთავაზობს

1783074332

საქართველოს ფოსტა თანამედროვე ლოგისტიკური სერვისების შეთავაზების გზით ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და ეფექტურად მიაწოდონ პროდუქცია საერთაშორისო პარტნიორებს.

„საქართველოს ფოსტის საავიაციო ტერმინალის ამოქმედება, საერთაშორისო ქსელი და თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას გვაძლევს, ქართულ კომპანიებს შევთავაზოთ სწრაფი და ეფექტური გადაზიდვის სერვისი საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტებისა და კავშირების განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო გააფართოებს საქართველოს ფოსტის შესაძლებლობებს და გააძლიერებს ჩვენს როლს ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაში“- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.  

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტის საავიაციო ტერმინალიდან  პირველად განხორციელდა ქართული მოცვის ექსპორტი.

საქართველოს ფოსტა ადგილობრივ მწარმოებლებს სთავაზობს საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებს, სატვირთო და სატერმინალო მომსახურებას, სახმელეთო გადაზიდვებს ევროპის მიმართულებით, შიდა ლოგისტიკურ მომსახურებას, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტვირთის გადაზიდვასა და ლოგისტიკურ მომსახურებას, საფოსტო, საკურიერო, ჰიბრიდულ, საფელდეგერო და სხვა სერვისებს.

გამოგვყევით