logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

დავით კერესელიძე: თუ ლიგის დონე გაიზრდება, ფეხბურთელებშიც მეტს გადაიხდიან

ფეხბურთელების ტრანსფერები ქართული კლუბებისთვის ეტაპობრივად შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ ყალიბდება. ამის შესახებ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" დამფუძნებელი, ქუთაისის "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე აცხადებს. 

მისი თქმით, კლუბები ყოველწლიურად ახორციელებენ ტრანსფერებს, თუმცა გაცილებით დიდი ფინანსური სარგებლის მისაღებად აუცილებელია ეროვნული ლიგის საერთაშორისო ღირებულების ზრდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი სხვანაირად დაფასდა, თუმცა ეს ჯერჯერობით არ არის ისეთი იარაღი, რომ ჩვენ ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა შევძლოთ ისეთ თანხებად, თუნდაც როგორ თანხადაც სხვა კლუბები ახერხებენ ტრანსფერში თანხის აღებას.რეალური, ხელშესახები თანხები ფეხბურთში ამ გზით უკვე შემოდის და ფაქტობრივად თითქმის ყველა კლუბი ახერხებს რაღაც რაოდენობის ფეხბურთელის გაყიდვას", - აღნიშნა დავით კერესელიძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.

გამოგვყევით