logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოსა და უზბეკეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას მოიცავს" - ლაშა ხუციშვილი

"საქართველოსა და უზბეკეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას მოიცავს" - ლაშა ხუციშვილი

1783075436

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, ასევე, საფინანსო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესი, საჯარო ფინანსების მართვის საკითხები. ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში აქვს მოწინავე პოზიციები. საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა, ასევე, ძალიან მოწინავე პოზიციები აქვს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს უზბეკ კოლეგებს გაიზიარონ რეფორმის შედეგები და ერთობლივად მოხდეს აღნიშნულ თემებზე მუშაობა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოგვყევით