logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველი დირექტორი - "საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა"

საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველი დირექტორი - "საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა"

1783502504

საერთაშორისო ინვესტორები ძალიან აფასებენ საქართველოს კაპიტალის ბაზრის პერსპექტივებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველმა დირექტორმა იგორ აკულოვმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ  საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შინაარსის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის.

„საქართველოს ბაზარი საერთაშორისო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ქვეყანაა“, - განაცხადა  საინვესტიციო ბანკ Barclay-ის განვითარებადი ბაზრების მმართველმა დირექტორმა.

 სებ-ის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა 2026 წლის თებერვალში მიღწეულ მნიშვნელოვან პროექტს, როდესაც, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები შეიმუშავა Intercontinental Exchange-მა (ICE) და ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის (Bloomberg IND), ისე ICE-ის ინდექსების პორტალის (indices.ice.com) მეშვეობით. 

გამოგვყევით