logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი - საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში"

"ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი - საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში"

1783326576

წილები არ გაიყიდება, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ იმისთვის, რომ არ იყოს შემდგომი სპეკულაციები - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord Port)  მოდელით აშენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრის თქმით,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი - სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი.

„სხვა არავინ არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის მფლობელი, მფლობელი იქნება სახელმწიფო. ეს არის ქართული პორტი და ეს იქნება ქართული პორტი. რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიების ჩართულობას, როგორც უკვე მოგახსენეთ, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს Landlord Port-ის მოდელით ააშენებს.

გამოგვყევით