PMCG კვლევის თანახმად, 2026 წლის მაისის მონაცემებით, შრომის ბაზარი საქართველოში ზრდის ნიშნებს აჩვენებს.
დასაქმებულთა რაოდენობამ, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებენ, 1,012,440 ადამიანს მიაღწია, რაც წლიურად 2.1%-იან ზრდას ნიშნავს. შემოსავლების სტრუქტურაში აშკარაა მაღალი შემოსავლების წილის ზრდა — 35.8% იღებს 2,400 ლარს და მეტს, რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით მეტია.
ყველაზე მაღალშემოსავლიან კატეგორიაში კი სადაც ხელფასი 9,600 ლარს აჭარბებს, დასაქმებულთა წილი 3.1%-მდე გაიზარდა. დაბალშემოსავლიან სეგმენტში შემცირება ფიქსირდება — 0–600 ლარის დიაპაზონში მყოფთა წილი 11.3%-მდე ჩამოვიდა, რაც წლიურად შემცირებას აჩვენებს.
ვაკანსიების მხრივ, 2026 წლის მაისში jobs.ge-ზე 7,306 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა თვესთან შედარებით 17.2%-იანი ზრდაა, თუმცა წლიურად თითქმის უცვლელია. სექტორებს შორის ყველაზე ძლიერი თვიური ზრდა დაფიქსირდა გაყიდვებსა და შესყიდვებში — +21.8%, მაშინ როცა IT სექტორში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 12.6%-ით შემცირდა.
მონაცემები მიუთითებს, რომ შრომის ბაზარი სტაბილურია, თუმცა მზარდია როგორც მაღალი შემოსავლის ჯგუფი, ისე მოკლევადიანი ვაკანსიების აქტივობა.
თამარ გაზდელიანი