logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოლომონ პავლიაშვილმა UNEP-ის დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

სოლომონ პავლიაშვილმა UNEP-ის დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

1783323766

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა  კენიის რესპუბლიკის დედაქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ორგანიზებულ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების კომიტეტის (INC) დელეგაციების ხელმძღვანელების  შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანს პლასტიკით დაბინძურების, მათ შორის საზღვაო გარემოს დაბინძურების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის შესამუშავებლად მონაწილე ქვეყნების პოზიციების გაზიარება წარმოადგენდა.

სიტყვით გამოსვლისას სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ გლობალური, სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ინსტრუმენტის მნიშვნელობას და ყურადღება პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.  მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოში პლასტმასის ნარჩენების შემცირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, აქტიურად ჩაერთოს პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთანხმების მიღების პროცესში.

შეხვედრების ფარგლებში გაიმართა საერთო დისკუსიები და თემატური სამუშაო შეხვედრები, სადაც მონაწილე ქვეყნებმა საერთაშორისო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრებში, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გია მაჭარაძე მონაწილეობდა.

"ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი - საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში"

"ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი - საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში"

გამოგვყევით