logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვნენ

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვნენ

1783320929

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდეფარგლებში ქ. სენაკისა და ქ. ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს პორტატული  და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიება ქ. სენაკში, ტექნოპარკში გაიმართა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ტყებუჩავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს

ღონისძიებაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლაგვილავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქუთათელაძემ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნუგზარ ბერიძემ, სენაკისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელმა პირებმა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი  -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდეუკვე მესამედ განხორციელდა. პროექტის მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები, მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა.

 

გამოგვყევით