logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ამინდის გამოსვლისთანავე ობიექტი 100%-ით დაიტვირთა" - აუზი E60

ამინდის გამოსვლისთანავე ობიექტი 100%-ით დაიტვირთა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია გაიზარდა, როგორც ჩანს მოთხოვნაც იზრდება და მთელი დღე სრული დატვირთვით ვმუშაობთ, - ამის შესახებ აუზი E-60-ის დამფუძნებელმა მარიამ კალატოზიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წელს ობიექტმა უამინდობის გამო აქტიური სამუშაო სეზონი დაახლოებით, ივნისის ბოლოდან დაიწყო.  

"მცხეთაში მდებარე, ჩვენს ღია აუზზე 120 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა გვაქვს. ადგილზე ასევე, არის მცირე ზომის ბარი. ობიექტი 6 წელია, რაც აქტიურად მუშაობს, თუმცა როგორც წესი ამინდზე ვართ დამოკიდებული. წინა წელთან შედარებით, გვიან დაიწყო სეზონი, რაც უამინდობამ გამოიწვია. 

ჩვენთან სტუმრობა მომხმარებლებს წინასწარი ჯავშნების საფუძველზე შეუძლიათ. ჩვენს სოციალურ გვერდზე არის ბმული, საიდანაც წინა დღით ვიღებთ ჯავშნებს. ამინდებიდან გამომდინარე, უფრო ადრეულ ჯავშნებს არ ვიღებთ", - აცხადებს მარიამ კალატოზიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ობიექტის სტუმრების თითქმის 100% ადგილობრივია, ძირითადად თბილისიდან, თუმცა ხანდახან უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობენ.

გამოგვყევით