რიგ მიმართულებებში გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, გაფართოებას ფრენჩაიზის მოდელით ვგეგმავთ, - ამის შესახებ "ციტადელის" მარკეტინგის მენეჯერმა საბა მოდებაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე კონკურენცია მზარდია.
"ციტადელი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია, რომელსაც ფილიალები აქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, ფრენჩაიზის მოდელით კომპანია წარმოდგენილია სხვადასხვა რაიონში. კომპანია გაფართოებას გეგმავს როგორც ფრენჩაიზის მოდელით, ისე საკუთარი ფილიალების კუთხითაც. ამ ეტაპზე, ფრენჩაიზის მოდელით ვგეგმავთ საქართველოს ბაზრის ათვისებას.
ბაზარზე კონკურენცია ძალიან მზარდია და მასზე ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება. შესაძლოა რაღაც მიმართულებით კლება დაფიქსირდეს, მაგრამ ზრდაც აუცილებლად ფიქსირდება. წინა წელთან მიმართებაში, წელს კომპანიას გარკვეული ზრდა აქვს. უშუალოდ გაყიდვებს რასაც ვუყურებთ რიგ მიმართულებებში დაახლოებით, 10%-იანი ზრდა გვაქვს.
კომპანია მუდმივად აწარმოებს ახალ ბრენდებთან კომუნიკაციას და შედეგები ძირითადად, დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე", - აცხადებს საბა მოდებაძე.