ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა ლოგიკურად სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში, ასევე უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
„ვიტოვებთ ძალიან დიდ სურვილს და ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, ჩვენ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარე, როგორც პარტნიორი და სწორედ ეს იქნება ყველაზე სწორი პოლიტიკა, სადაც საქართველო უზრუნველყოფს, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან ან არაერთი სახელმწიფოს კერძო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას, უზრუნველყოფს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.