logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საიუველირო კომპანიებს ნედლეულად შესასყიდი ოქრო გაუიაფდათ

საერთაშორისო ოქროს ბირჟაზე ფასების დაღმასვლის ტენდენცია ნარჩუნდება. ძვირფასი მეტალის ღირებულება, ფაქტობრივად, ერთთვიან მინიმუმზეა ჩამოსული.

ცხადია, გლობალურ ბირჟებზე არსებულმა საფასო პოლიტიკამ გავლენა იქონია ქართველ მწარმოებლებზეც და მათ შესასყიდი ნედლეული გაუიაფდათ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა  თორნიკე სამხარაძემ  განუცხადა, თუ გასულ თვეებში, 1 გრამი სუფთა ოქრო 450 ლარი ღირდა, დღეს 1 გრამი შესასყიდი ნედლეულის ფასი 400 ლარია. შედეგად, „ზარაფხანამ“ შეძლო, რომ ნაკეთობებზე არსებული ტარიფები შეენარჩუნებინა.

„დიდი ხანია, რაც ჩვენს საიუველირო ნაწარმზე ფასი არ გაგვიზრდია. ნაკეთობები ბოლოს მაშინ გავაძვირეთ, როდესაც უნცია ოქროს ფასი 4200 დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ, ოქრო რეკორდულად გაძვირდა და მისი ღირებულება 5600 დოლარიც კი გახდა, ნაკეთობებზე ფასი მაინც არ გავზარდეთ. რაც შეეხება შესასყიდ ოქროს, მაქსიმალური ფასი 1 გრამზე 450 ლარზე იყო ასული, დღეს კი  - ნედლეულის ღირებულება 400 ლარია “, - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად, საერთაშორისო ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 4,570 დოლარად ივაჭრება.

გამოგვყევით