logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ენგურჰესის" ტერიტორიაზე ზიპლაინი იხსნება - ინტერესი საკმაოდ მაღალია" - ნიკოლოზ ანთიძე

"ენგურჰესის" ტერიტორიაზე ზიპლაინი იხსნება - ინტერესი საკმაოდ მაღალია. როგორც შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე "ენგურჰესს" არაერთი სტუმარი ეწვია, თუმცა ზიპლაინის ოფიციალური გახსნა მიმდინარე თვის ბოლოს არის დაგეგმილი.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში სიმაღლის თვალსაზრისით, ამ მასშტაბის ზიპლაინი არ არის და მისი სიმაღლე 320 მეტრი, ხოლო სიგრძე - 628 მეტრია.

"ენგურჰესის" ტერიტორიაზე ზიპლაინის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომ მშენებლობა სამართლებრივად დასრულებულად ჩაითვალოს. ოფიციალური გახსნა მიმდინარე თვის ბოლო იქნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ზიპლაინი საქართველოში. 

ზოგადად ვიზიტორთა რაოდენობით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. მაგალითად, თუ წინა წელს 1500 ვიზიტორი გვყავდა წელს მათი რიცხვი 500-ით გაიზარდა.

ვიზიტორთა შორის არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები და გამოყოფა გამიჭირდება. ორივე სეგმენტი თითქმის ერთნაირად გვსტუმრობს. როდესაც ტურზე მიდის ვიზიტორი, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ატრაქცია და ლოკაცია მოინახულოს. შესაბამისად, ერთიანი კომპლექტი დიდ ინტერესს იწვევს“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

მანვე აღნიშნა, რომ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შორის არის პანორამული ლიფტი კაშხალზე, რომლის განხორციელება გარკვეულ ინვესტიციას საჭიროებს და მისი სავარაუდოდ ღირებულება დაახლოებით, 2 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება.

ცნობისთვის, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

გამოგვყევით