პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, - განაცხადა „თბილის მოლის“ „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროდუქცია თაროებზე სპეციალური მაჩვენებლითაა გამოყოფილი.
„მარტივად მისაგნები რომ იყოს მაღაზიაში, ეს ასორტიმენტი თაროზე გამოყოფილი გვაქვს სპეციალური წითელი მაჩვენებლით“, - აღნიშნა თამარ კობაიძემ.
ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები გაკეთდა - მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.
imedinews.ge