„ლიბრეს“ კომერციული დირექტორის, გიორგი გოცირიძის ინფორმაციით, პროდუქტები, რომლებზეც ფასდაკლება გავრცელდება, „ლიბრეს“ მაღაზიებში დამატებითი განთავსების ადგილებზე იქნება წარმოდგენილი.
„აქცენტს გავაკეთებთ სოციალურ და სამომხმარებლო კალათაზე. პირობითად, ბურღულის კატეგორიიდან, როგორიც არის მაკარონი, ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, ასევე რძის ნაწარმიდან, ხორცპროდუქტებიდან და ასე შემდეგ. პროდუქტები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდება სამომხმარებლო კალათაში. მსგავსი პროდუქტები მომხმარებელმა მარტივად რომ მოძებნოს ჩვენს ქსელსა და მაღაზიებში, წარმოდგენილი იქნება დამატებითი განთავსების ადგილებზე, კალათებში და მათ განსხვავებული ფასმაჩვენებლები ექნებათ“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
ქსელურ მარკეტებში დაიწყო „სოციალური კალათების“ განთავსება და პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
პირველი ეტაპისთვის, სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში, ფასდაკლებით გაიყიდება 15 სახეობის სასურსათო პროდუქტი. სოციალურ კალათაში შედის: ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, ქათამი, ტკბილეული, მაკარონი, რძის ნაწარმი და სხვა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი.
1tv.ge