logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

გემზე ვირუსის აფეთქების შემდეგ სპეციალისტები ანტარქტიდის ტურიზმის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვენ

გემზე ვირუსის აფეთქების შემდეგ სპეციალისტები ანტარქტიდის ტურიზმის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვენ

1778512500

ანტარქტიდისკენ მიმავალ საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის აფეთქებამ მეცნიერებში ახალი შეშფოთება გამოიწვია — სპეციალისტები ამბობენ, რომ ე.წ. „ბოლო შანსის ტურიზმი“ (“last chance tourism”) ეკოლოგიურ რისკებს ზრდის. საუბარია ტურიზმზე, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილებით დაზიანებული ან გაქრობის პირას მყოფი ადგილების მონახულებაა, მათ შორის ანტარქტიდის.

ჰოლანდიური საკრუიზო გემი MV Hondius არგენტინიდან 1 აპრილს გავიდა და ანტარქტიდა და სამხრეთ ატლანტიკის კუნძულები მოიარა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ანტარქტიდაში ტურისტების ზრდა მყიფე ეკოსისტემებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. განსაკუთრებით რისკიანია მიკრობების, დაავადებებისა და უცხო სახეობების გავრცელება. ბოლო წლებში სამხრეთ ამერიკიდან ანტარქტიდაში ფრინველის გრიპიც გავრცელდა.

ტურისტული ნაკადი სწრაფად იზრდება — 2024 წელს ანტარქტიდას 80 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, ბოლო 30 წელიწადში ტურიზმი დაახლოებით ათჯერ გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ათწლეულში ვიზიტორთა რაოდენობამ, შესაძლოა, 400 ათასსაც გადააჭარბოს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ანტარქტიდის მსგავსი უნიკალური ტერიტორიები უფრო მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.

მოქმედებს სპეციალური ბიოუსაფრთხოების წესებიც — ტურისტებს ეკრძალებათ ცხოველებთან მიახლოება, ხოლო ეკიპაჟი და მგზავრები ფეხსაცმელსა და აღჭურვილობას მუდმივად დეზინფექციას უტარებენ, რათა მიკრობები და უცხო ნაწილაკები არ გავრცელდეს.

ტურიზმი „ქვეყნის დასალიერში“ სულ უფრო იზრდება. ამ ფონზე ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება კონტინენტის დაბინძურების, ავადმყოფობის და სხვა ზიანის რისკები.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა - ნაწილობრივ მაღალი ხარჯებისა და დროის გამო, ეს მიმართულება იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მეცნიერები და გარემოსდამცველები განგაშს ტეხენ.
გავრცელებული მარშრუტია არგენტინიდან სამხრეთისკენ ანტარქტიდისკენ მოგზაურობა - იგივე მარშრუტი, რომელსაც საკრუიზო გემი MV Hondius იყენებს.

Reuters-ი წერს, რომ საკრუიზო გემი, რომელზეც განტავირუსის აფეთქება მოხდა,  ანტარქტიდის ტურიზმის ბუმის ნაწილია, რომლის უკეთ რეგულირებასაც სულ უფრო აქტიურად ითხოვენ.

ესაა ნიშური, მაგრამ სწრაფად განვითარებადი ინდუსტრია, რომელსაც თავგადასავლების მდიდარი მაძიებლები ავითარებენ. ისინი ათასობით მილს გადიან პინგვინების კოლონების დასათვალიერებლად და აისბერგების ფონზე „პოლარულ ჩაყვინთვაში“ მონაწილეობის მისაღებად.

თუმცა, ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა რისკებს, მათ შორის დაავადებებს, ინვაზიურ სახეობებს და დაბინძურებას უქმნის ანტარქტიდისა და ანტარქტიდის დელიკატურ ეკოსისტემებს, სადაც ფრინველები, ზღვის ლომები და ვეშაპები ბინადრობენ.

jandacva.ge 

გამოგვყევით