„ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მცირედით შემცირდა და 99.8 დოლარი შეადგინა. კერძოდ, „ბრენტის“ ნავთობის ფასი ბარელზე 1.5 პროცენტით დაეცა, 6 მაისს კი – თითქმის 8 პროცენტით.
ამერიკული ნავთობის ფასი მსგავსი ნიშნულით დაეცა და ბარელზე 93.5 დოლარს მიაღწია.
ცნობისთვის, 4 მაისს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, 6 მაისს კი მკვეთრად დაეცა.
ნედლი ნავთობის ფასები კვლავ მესამედზე მეტით მაღალია, ვიდრე 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმამდე იყო.
დასავლური მედიის შეფასებით, კლება იმ ფონზე ხდება, როცა შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმებას უახლოვდებიან, რამაც შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა გამოიწვიოს.
1tv.ge