logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სათანადო სტანდარტისა და პროდუქტის სწორი წარდგენის გარეშე, მეწარმე კონკურენციას ვერ გაუძლებს" - ანა გემაზაშვილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ანა გემაზაშვილის ინფორმაციით, სურსათის ბაზარმა აჩვენა, რომ თუ მეწარმეს სათანადო სტანდარტი და მომხმარებლისთვის საკუთარი პროდუქტის სწორი წარდგენა არ ექნება, კონკურენციას ვერ გაუძლებს.

როგორც სააგენტოს წარმომადგენელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, ქვეყანაში წლის განმავლობაში დაახლოებით 40 000 სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, ხოლო შედეგები დამაიმედებელია.

"მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, მათ შორის განვითარებული, სადაც სურსათის უვნებლობის კუთხით ბიზნესებში შეუსაბამობები არ ფიქსირდება. წლების განმავლობაში, ჩვენი სააგენტოს მუშაობას დადებითად ვაფასებ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობამდე უვნებელი სურსათი მივიდეს. ვგულისხმობ, საწარმოო პროცესის სწორად წარმართვის კონტროლს, დისტრიბუციას, რეალიზაციის პირობებს და რაც მთავარია, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას - რას უნდა მიაქციოს ყურადღება, როგორც სურსათის შეძენისას, ისე მომზადების პროცესში. დადებით ტენდენციას ვხედავ - ჩვენი ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა. არიან მსხვილი ოპერატორები, მცირე და საშუალო მეწარმეები. ბაზარმა აჩვენა, რომ თუ მეწარმეს სათანადო სტანდარტი და მომხმარებლისთვის საკუთარი პროდუქტის სწორი წარდგენა არ ექნება კონკურენციას ვერ გაუძლებს. ზოგადად, აქტიური შეხვედრები გვაქვს, როგორც ბიზნესთან, ასევე მომხმარებლებთან", - ანა გემაზაშვილი.

გამოგვყევით