logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

მარიამ ქვრივიშვილმა ADB-თან გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა ADB-თან გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

1778243884

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს მარიამ ქვრივიშვილისა და  აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.  სამუშაო შეხვედრაში, რომელშიც ADB-ის მხრიდან  ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჯონჰუ ჰვანგი, სოციალური და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორი ზეჰრა აბასი და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი მონაწილეობდნენ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, მათ შორის, მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად დიდი ჰესების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც ამ კუთხით ქვეყანას გააჩნია. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში, ქარისა და ჰიდროპროექტების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ADB-ის მხარდაჭერაზე, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სექტორში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებას.

აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.

გამოგვყევით