ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულმა კიდევ ორმა აქსელერატორმა 500 Global და Founder Institute 2080 Ventures-თან ერთად აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად დაფინანსებულია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და ის ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში ეხმარება.
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საერთაშორისო აქსელერატორები - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute 2080 Ventures-თან ერთად - განახორციელებენ ერთწლიან აქსელერაციის პროგრამას.
ამჟამად მიმდინარეობს აქსელერაციის პროგრამის დანარჩენი ორი გამარჯვებული აქსელერატორის Startupbootcamp-ისა და Plug and Play- ის აქსელერაციის მეორე ფაზა - MVP, რაც მოიცავს ოთხთვიან პროცესს. თითოეული აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობს 20-20 სტარტაპი.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა" 2026 წლის იანვრიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.
500 Global-ზე განაცხადის გასაკეთებლად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:
Founder Institute 2080 Ventures-თან ერთობლივ პროგრამაზე განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/BJxSn