logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

მოდის ინდუსტრია 2026 - რატომ ამბობს მომხმარებელი უარს მილიარდიან ბრენდებზე?

მოდის ინდუსტრია 2026 - რატომ ამბობს მომხმარებელი უარს მილიარდიან ბრენდებზე?

1778335800

ლუქს მოდის ინდუსტრია 2026 წელს ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ Louis Vuitton ChaneL, Dior და Gucci კვლავ მილიარდიან გაყიდვებს ინარჩუნებენ, მომხმარებლების ნაწილი უკვე ღიად საუბრობს luxury fatigue-ზე, ანუ ე.წ „ლუქს ბრენდებით გადაღლაზე“ . ამის მთავარი მიზეზი ბოლო წლებში ფასების უპრეცედენტო ზრდაა.

საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ ბევრმა ბრენდმა 2026 წლის დასაწყისშიც კიდევ ერთხელ გააძვირა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია. მაგალითად, Louis Vuitton-ის პოპულარული Neverfull MM ჩანთა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 1500 დოლარი ღირდა, ახლა უკვე 2450 დოლარამდეა გაზრდილი. Dior-ის Lady Dior-ის საშუალო ზომის ჩანთა კი 6900 დოლარს უახლოვდება, ხოლო Chanel-ის Classic Flap Bag ბევრ ბაზარზე უკვე 11 000 დოლარს აჭარბებს. Gucci-ის Jackie 1961-ის ჩანთებიც 4000 დოლარის ფარგლებში იყიდება. ფასების ზრდა შეეხო ტანსაცმელსაც — Loro Piana-ს ქაშმირის სვიტერები 3000 დოლარამდე ღირს, Prada-ს ნეილონის ქურთუკები კი 4000 დოლარის ფარგლებში იყიდება. განსაკუთრებით ძვირად რჩება Hermès-ის პროდუქცია — Kelly და Birkin ჩანთები ბაზარზე ხშირად 15 000-დან 40 000 დოლარამდე ადის.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ლუქს სექტორმა სწორედ ამ აგრესიული ფასების პოლიტიკის გამო მილიონობით მომხმარებელი დაკარგა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რომელიც ახლა უფრო მინიმალისტურ ბრენდებზე გადადის. ამ მიმართულებით განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესია ისეთი ბრენდების მიმართ, როგორებიცაა The Row, Toteme და Miu Miu.

მოდის ინდუსტრიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ მომხმარებლები უკვე ნაკლებად ეძებენ დიდ ლოგოებს და უფრო მეტად ხარისხს, კომფორტსა და ესთეტიკას ანიჭებენ უპირატესობას. გამოცემები აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს ტრენდი შეიძლება გახდეს ლუქს ბაზრის მთავარი ცვლილება მომდევნო წლებში.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით