საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვისსაჭირო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებასაქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიცკომპანიებს თანამშრომლებისთვის უფლებების მართვისპროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.
ამიერიდან კი ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, პირდაპირ მობილბანკში დაამატონ თანამშრომლები დაგანუსაზღვრონ თითოეულ მათგანს კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული როლები და წვდომა.
წინასწარ განსაზღვრული როლებია:
- დათვალიერება − თანამშრომელი მხოლოდ ეცნობაანგარიშების მდგომარეობას.
- შექმნა − ქმნის გადარიცხვას, რომელსაც სჭირდებადადასტურება.
- ყველა უფლება − ადასტურებს სხვის მიერ შექმნილგადარიცხვას.
- ყველა უფლება და გუნდის მართვა − აქვს წვდომაყველა ძირითად ფუნქციაზე, მათ შორის, შეუძლიაახალი თანამშრომლის მოწვევა.
სხვა სასურველი როლების დამატება კი ბიზნეს ინტერენეტბანკშია შესაძლებელი.
„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესებისმხარდაჭერა და მათთვის საქმიანობის გამარტივებაუცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რამდენადმნიშვნელოვანია კომპანიისთვის ფინანსურიოპერაციების მოქნილად მართვა. ბიზნეს მობილბანკშითანამშრომელთა უფლებების მართვის ფუნქციონალისწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ დავნერგეთ. ესსიახლე ბიზნესს საშუალებას აძლევს, ახლა უკვე ნებისმიერი ადგილიდან, მარტივად და სწრაფადგანსაზღვროს თითოეული თანამშრომლის როლები დადაზოგოს ადმინისტრაციულ პროცესებზე საჭირო დრო დარესურსი“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, ახალი ფუნქციონალითსარგებლობისთვის, საჭიროა ბიზნეს მობილბანკისაპლიკაციის განახლება.
განახლებული ფუნქციონალის შესახებ დეტალურიინფორმაციისთვის ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს.