logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ელექტროენერგიის მოხმარება  წლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზრდება

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება  წლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზრდება და 2035 წლისთვის 20 ტერავატ საათს  მიაღწევს. "გალთ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, მოთხოვნის ზრდას ძირითადად ეკონომიკური აქტივობა და ელექტრიფიკაცია განაპირობებს, მათ შორის კონდიციონერებისა და საოჯახო ტექნიკის უფრო ფართო გამოყენება და ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის მატება.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2035 წლისთვის საქართველოს ავტოპარკის 15% ელექტრომობილი იქნება. 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 1.1% იყო. 

რაც შეეხება გენერაციას,  2035 წლისთვის საბაზისო სცენარით საქართველოში დადგმული სიმძლავრე 8.8 გვტ-მდე გაიზრდება. 

ამასთან, როგორც "გალთ ენდ თაგარტში" აღნიშნავენ, ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობები ხაზების გამტარუნარიანობაზე, ელექტროენერგიის ფასებსა და ბაზრის წესებზე იქნება დამოკიდებული. ისტორიულად საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, თუმცა დაგეგმილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შესაძლოა სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოოს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროპაში ექსპორტის ახალ გზას შექმნის და გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონულ ელექტროენერგიით ვაჭრობაში.

გამოგვყევით