logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Ferrari მაისში პირველ ელექტრომობილს - Luce-ს წარადგენს

Ferrari მაისში პირველ ელექტრომობილს - Luce-ს წარადგენს

1778236440

Ferrari მაისის ბოლოს სრულად ელექტრო მოდელს - Luce-ს წარადგენს. როგორც ცნობილია, ელექტრო ავტომობილს 1000+ ცხენის ძალით იქნება წარმოდგენილი და 2.5 წამში 100 კილომეტრი საათის აჩქარება შეეძლება, ხოლო მისი მაქიმალური სიჩქარე 310 კილომეტრია საათში, რაც ელექტრო მობილისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

Ferrari-ს ახალი მოდელის პრეზენტაცია რომში გაიმართება, მანამდე კი ცნობილი ხდება რომ მოდელ luce-ს ჯამში ოთხი ელექტრო ძრავი ექნება (თითო ბორბალზე ცალ-ცალკე. ამის პარალელურად იტალიურმა ავტომწარმოებელმა პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა და 722 მილიონ ევროს მიაღწია, თუმცა აქციები მაინც დაეცა, რადგან Ferrari-მ 2026 წლის პროგნოზი უცვლელად დატოვა.

ინვესტორები ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას კომპანიის პირველ სრულად ელექტრო მოდელ Luce-ზე ამახვილებენ. კომპანიის ცნობით, ავტომობილების მიწოდება პირველ კვარტალში 3436 ერთეულამდე შემცირდა, რაც Ferrari-მ ახალ მოდელებზე გადასვლის პროცესით ახსნა. მიუხედავად ამისა, ფერარის CEO ბენედეტო ვინია აცხადებს, რომ შეკვეთების პორტფელი უკვე 2027 წლის ბოლომდეა შევსებული.

Ferrari-სთვის ასევე დამატებით გამოწვევად რჩება აშშ-ში ევროპულ ავტომობილებზე მოსალოდნელი ტარიფები და ელექტრომობილებზე მოთხოვნის გაურკვეველი ტენდენცია პრემიუმ სეგმენტში.

გამოგვყევით