იტალიური მოდის სახლი Giorgio Armani შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია განიხილავს ბიზნესის 15%-იანი წილის სამ ნაწილად გაყიდვას, ხოლო პოტენციურ მყიდველებად სახელდებიან LVMH, L’Oréal და EssilorLuxottica.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება მოდის სახლის დამფუძნებლის, Giorgio Armani-ს გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ მემკვიდრეობისა და კომპანიის სამომავლო საკითხებს. მისი ანდერძი ითვალისწინებდა, რომ ბრენდში წილის ნაწილი, 12-18 თვის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებზე უნდა გასულიყო.
ცნობილია, რომ Armani-ის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ხუთწლიან ბიზნეს გეგმაზე მუშაობს და სპეციალური მრჩევლების აყვანასაც გეგმავს, რომლებიც შესაძლო გარიგებას გაუძღვებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შეიძლება luxury ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება გახდეს.
თამარ გაზდელიანი