logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

1778500231

აბასთუმნის კურორტის განვითარების მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კურორტის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი საგზაო კვანძის მოწყობა. 

სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების ად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ადგილზე განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები. მინისტრმა კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებს სამუშაოების დადგენილ ვადებში და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აბასთუმნის შემოვლითი გზა, საერთო ჯამში, 16 კმ-ია და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის გაგრძელებას წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია 3 ახალი ხიდი და 368-მეტრიანი გვირაბი.

პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კურორტის ეკოლოგიურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს მისი უნიკალური გარემოს შენარჩუნებას. ამასთან, ახალი გზა უზრუნველყოფს ორ რეგიონს შორის უსაფრთხო და კომფორტულ კავშირს.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის გადაადგილების უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს, შეამცირებს მგზავრობის დროს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

გამოგვყევით