logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა

სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა

1778263920

სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტების ბოლო გადაწყვეტილებებზე.

საუბარი შეეხო მიღებული გადაწყვეტილების დეტალურ ანალიზს, მის მიზანშეწონილობას, მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და პროგნოზებს. აღინიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ.

 მსგავსი შეხვედრები დაინტერესებული მხარეებისთვის რელევანტური საკითხების შესახებ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებასა და გამჭვირვალობას ისახავს მიზნად.

გამოგვყევით