logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"პინგომ" დიაბეტური ნაყინის წარმოება დაიწყო

"პინგომ" დიაბეტური, 0%-იანი ნაყინის წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა დავით გელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული პროდუქტის მიმართ ინტერესი მაღალია.

მისივე ინფორმაციით, ბაზარზე დიაბეტური ნაყინის კუთხით დიდი კონკურენცია არ არის და სწორედ, ამიტომ კომპანიას გაყიდვების ზრდის მოლოდინი აქვს.

"ჩვენ დიაბეტურ ნაყინს სტევიას საშუალებით ვამზადებთ, რაც ძალიან მაღალი ხარისხის და ძალიან კარი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. აღნიშნულის გარდა კიდევ 2 სახეობა დავამატეთ, ერთი არის ჯემიანი ნაყინი, ხოლო მეორე ფისტით. 

გარდა ამისა, ბევრ ობიექტზე დავამატეთ მაცივრები და გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონზე გაყიდვების ზრდა გვექნება. მიმდინარე პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა არ გვაქვს, თუმცა არც შემცირება გვაქვს. აღნიშნულის მიზეზი კი ამინდი გახდა, რადგან საკმაოდ ცივი გაზაფხულია და გამომდინარე იქიდან, რომ ნაყინი სეზონური პროდუქტია გაყიდვები არ გაზრდილა. ასევე, რთულია ვისაუბროთ ზაფხულის მოლოდინებზე, რადგან აბსოლუტურად ამინდზე ვართ დამოკიდებული", - აცხადებს დავით გელაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია მუდმივად ცდილობს ფასების კორექტირება არ მოახდინოს, თუმცა გაძვირებულმა ნედლეულმა მიმდინარე წელს მათი პროდუქციის ღირებულება, დაახლოებით, 10%-ით გაზარდა. 

ცნობისთვის, ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგო" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. "პინგოს" 40-მდე დასახელების ნაყინის შეძენა როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში არის შესაძლებელი.

გამოგვყევით