Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 8.5%-ით შემცირდა და $6.2 მლრდ გახდა.
მათივე ცნობით, ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა და $4.7 მლრდ შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით გაიზარდა და $10.8 მლრდ-ს გაუტოლდა.
"საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 29.8%-მდე დაჩქარდა და თვიურ ჭრილში რეკორდული დონე $792.4 მლნ შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 20.4%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი, ზომიერად წლიურად 5.8%-ით გაიზარდა $1.7 მლრდ-მდე, წინა თვის 10.0%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, 2026 წლის ივლისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 8.8%-ით შემცირდა და $910.5 მლნ გახდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.