logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინას პროდუქცია, სავარაუდოდ, საფრანგეთის ბაზარზეც გაიყიდება - "სნეილ ქეჩი"

"სნეილ ქეჩის" ლოკოკინა და ნახევარფაბრიკატები, სავარაუდოდ, საფრანგეთის ბაზარზეც გაიყიდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, აღნიშნულ ბაზართან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ორიენტირებულია ექსპორტზე, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ლოკოკინის პროდუქციის მიმართ მოთხოვნა დაბალია.

"მოგეხსენებათ, რომ პროდუქციის გატანას ჩინეთსა და ესპანეთში ვგეგმავდით, თუმცა გარკვეული მიზეზებია გამო აღნიშნული მიმართულებით აღარ ვმუშაობთ. უფრო მეტად ევროპის ბაზარზე გადმოვერთვეთ.

ამჟამად, ადგილობრივი ბაზრის გარდა, ჩვენი პროდუქცია თურქეთში და იტალიაში იყიდება. საფრანგეთთან მოლაპარაკებები  ვფიქრობთ, წარმატებით დასრულდება. 

ვცდილობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი გავზარდოთ, თუმცა მხოლოდ 5% იყიდება ადგილობრივ ბაზარზე. ქართველებისთვის ლოკოკინა არ არის ტრადიციული პროდუქტი და შესაბამისად, მოთხოვნა არ იზრდება", - აცხადებს მერაბ  ნადარაია.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მიმდინარე წელს "სნეილ ქეჩმა" წელს წარმადობა 300 ტონიდან 700 ტონამდე გაზარდა და სამომავლოდ გაფართოებას კიდევ განიხილავს.

გარდა ამისა, მერაბ ნადარაიას თქმით, "სნეილ ქეჩს" კოსმეტიკის  ქართულ ბრენდებთან ჰქონდათ შეთავაზება ლოკოკინას გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა მათი მხრიდან ინტერესი ამ ეტაპზე არ გამოიხატა.

ცნობისთვის, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს. „სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. 

გამოგვყევით