logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შემოსავლების სამსახურში მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურში მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

1786524551

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახლადრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისთვის, მათ შორის მიკრო ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში გადასახადის გადამხდელებს  შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ  საკითხებს, როგორიცაა:

  • მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის დამცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;
  • სტატუსის მინიჭება /გაუქმება;
  • საგადასახადო შეღავათები და ვალდებულებები;
  • გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის შევსება;
  • სტატუსის შერჩევის კალკულატორი;
  • საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის წესი და პირობები;
  • საგადასახადო ვალდებულებები დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებისას;

აღნიშნულ შეხვედრას 90 გადასახადის გადამხდელი ესწრებოდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ  დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია და განმარტებები მიეღოთ. მიზნობრივ ჯგუფებთან საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრების პროგრამის მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მუდმივ კომუნიკაცია, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე"

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე"

გამოგვყევით