logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ივლისში 70%-იანი დატვირთულობა გვქონდა, აგვისტოს ჯავშნები უკვე 60%-ს აღწევს" - Nika Hotel and Club

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარე სასტუმროს Nika Hotel and Club  ხელმძღვანელის ლარისა გავრილიუკის განცხადებით, წელს ტურისტული სეზონი შედარებით გვიან დაიწყო, თუმცა ივლისში სასტუმროს დატვირთულობა გაუმჯობესდა და სასტუმრო აგვისტოსა და სექტემბერშიც აქტიურად იჯავშნება.

როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, სეზონის დაგვიანება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა.

"მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონით არ ვართ უკმაყოფილო, აღსანიშნავია, რომ წინა წელს უფრო კარგი მაჩვენებლები გვქონდა. მიმდინარე წლის ივლისში დაახლოებით 70%-იანი დატვირთულობა გვქონდა, ხოლო აგვისტოს წინასწარ ჯავშნებს ჯერ კიდევ ვიღებთ და სასტუმრო, დაახლოებით, 60%-ით უკვე დატვირთულია. ამასთან, აქტიურად შემოგვდის წინასწარი ჯავშნები სექტემბრის თვეში. ოქტომბერში რა იქნება ჯერჯერიბით ვერ გეტყვით.

რაც შეეხება ჩვენს დამსვენებლებს - ხშირად გვსტუმრობენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები. აღსანიშნავია, რომ ქართველი დამსვენებლების რიცხვი აგვისტოში განსაკუთრებით იზრდება. რაც შეეხება უცხოელებს - ძირითადად ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან, თუმცა წელს დაგვემატა ახალი ბაზარი - პოლონეთი, რაც სასიხარულოა, რადგან ევროპული ქვეყნებიდან ჩვენ ნაკლებად გვსტუმრობდნენ ხოლმე", - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.

ცნობისთვის, Nika Hotel and Club -ის პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. პირველი სტუმარი ტურისტულმა ობიექტმა კი 2023 წლის აგვისტოში მიიღო. 

გამოგვყევით