logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"უცხოელი დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა მოთხოვნა ადგილობრივების მხრიდან იზრდება" - Wald Hotel Lagodekhi

ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე სასტუმრო  Wald Hotel Lagodekhi-ის მენეჯერის ქეთი კაპანაძის განცხადებით, წინა წელთან შედარებით, უცხოელი დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა მოთხოვნა ადგილობრივების მხრიდან გაიზარდა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მიმდინარე პერიოდში სასტუმრო, დაახლოებით, 70%-იანი დატვირთულობით მუშაობს. 

"ჩვენთან წინა წელს უფრო მეტი უცხოელი იყო. სავარაუდოდ, ახლა აქცენტი ზღვისპირა კურორტებზეა გადატანილი და უცხოელები დასვენებას იქ არჩევენ. ამჟამად, უცხოელი სტუმრების ძირითადი სეგმენტი ევროპიდან არის. წინა წელთან შედარებით, ასევე შემცირებულია წინასწარი ჯავშნების რაოდენობაც. მაგალითად, აგვისტოს თვეში წინასწარი ჯავშნები გვაქვს, თუმცა ბევრი არა.

ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. მიმდინარე წელს დავამატეთ სპორტული მოედნები, მათ შორის, კალათბურთის და სხვ. გვაქვს მოლოდინი, რომ აქტივობა გაიზრდება", - აცხადებს ქეთი კაპანაძე.

მანვე აღნიშნა, რომ სასტუმროს ასევე, დღიური აბონემენტი აქვს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს აუზით და სხვა ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეუძლია, რაზედაც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში 45 ნომერი ფუნქციონირებს. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 3 კოტეჯი, მათ შორის, ორი საცხოვრებელი კოტეჯი საუნით, ხოლო ერთი სპა-საუნისთვის. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარს და ორ ღია აუზს.

გამოგვყევით