logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"7 თვეში ნავსადგურში 270 446 ტონა გენერალური ტვირთი დამუშავდა, რაც 60%-იანი ზრდაა" - APM Terminals Poti

"7 თვეში ნავსადგურში 270 446 ტონა გენერალური ტვირთი დამუშავდა, რაც 60%-იანი ზრდაა" - APM Terminals Poti

1786689155

APM Terminals Poti 2026 წლის პირველი შვიდი თვის შედეგებს აჯამებს. წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ფოთის საზღვაო ნავსადგურში როგორც საკონტეინერო, ისე გენერალური და საბორნე ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

2026 წლის 7 თვის განმავლობაში ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti-ში ჯამში 404 760 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

მიმდინარე წელს კონტეინერების ყველაზე დიდი რაოდენობა ივლისში დაფიქსირდა - 65 759 TEU. მანამდე რეკორდული მაჩვენებელი მაისის თვეში დაფიქსირდა (64 952 TEU).

ივლისი გამორჩეული იყო საკონტეინერო გემების სიმრავლითაც. ნავსადგურმა 42 საკონტეინერო გემი მიიღო. საერთო ჯამში, 7 თვის განმავლობაში,ნავსადგურმა  253 საკონტეინერო გემი მიიღო, რაც საგრძნობლად აღემატება გასული წლის 7 თვის მაჩვენებელს (210 გემი).

საგრძნობლად მზარდია გენერალური ტვირთების რაოდენობაც. 7 თვის მანძილზე ნავსადგურში 270 446 ტონა გენერალური ტვირთი დამუშავდა, რაც გასულ წელთან შედარებით შთამბეჭდავი, 60%-იანი ზრდაა.

გარდა ამისა, მაღალი დინამიკა ნარჩუნდება საბორნე გადაზიდვებშიც. წლის დასაწყისიდან დღემდე საბორნე გემებით მიღებული ტვირთის მოცულობამ 127 163 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 97 761 ტონას შეადგენდა.

წლის პირველი შვიდი თვის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ  APM Terminals Poti  ზრდის სტაბილურ ტემპს ინარჩუნებს. ტვირთბრუნვის, მიღებული გემების რაოდენობისა და განსაკუთრებით გენერალური და საბორნე გადაზიდვების შთამბეჭდავი მატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფოთის პორტის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობას.

გამოგვყევით