logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ვინ გახდება "საგანძურის მარათონის" ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

ვინ გახდება "საგანძურის მარათონის" ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

1787040194

"საგანძურის მარათონში" კონკურენცია სულ უფრო მძაფრდება - ამჯერად, მოთამაშეები არა მხოლოდ საკუთარი შედეგისთვის, არამედ საგვარეულოს პირველობისთვისაც იბრძვიან. თითოეული მონაწილეს აქტივობა გავლენას ახდენს მისი საგვარეულოს საერთო შედეგზე, რაც ლიდერობისთვის ბრძოლას ყოველდღიურად ცვლის.

ყველაზე ძლიერი საგვარეულოს ტიტულისთვის ერთმანეთს ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები და ანაბრიძეები ეჯიბრებიან. ლიდერებს შორის სხვაობა მცირეა, ამიტომ, მარათონის დასრულებამდე ლიდერი შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს.

„საგანძურის მარათონში“ ახლა მხოლოდ პირადი გამარჯვება აღარ არის მთავარი - მოთამაშის თითოეული ნაბიჯი საკუთარი საგვარეულოს შედეგზეც აისახება. შესაბამისად, საგვარეულოს გასაძლიერებლად ყველაზე მარტივი გზა თავად მარათონში აქტიურობაა. მონაწილეებს, ასევე, შეუძლიათ, თამაშში ოჯახის წევრები და მეგობრები ჩართონ და საგვარეულოს ახალი წევრები შემატონ.

მარათონის მასშტაბს საპრიზო ფონდიც აჩვენებს - ფინალური ეტაპისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ამ ეტაპზე, უკვე გამოვლენილი და დასაჩუქრებულია დაახლოებით 200 გამარჯვებული 250 000-ლარიანი საერთო საპრიზო ფონდიდან.

მარათონის ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად, ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო ხდება - ვინ დაიკავებს პირველი ადგილს: ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები თუ ანაბრიძეები? პასუხი შესაძლოა ყოველდღიურად შეიცვალოს და საბოლოო გამარჯვებულს, სწორედ, მონაწილეების აქტიურობა გამოავლენს.
საგანძურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. „საგანძურის მარათონში“ ჩართვა კი, თიბისის მობაილბანკიდან შეგიძლია - შემოდი, იპოვე შენი საგვარეულო და დაეხმარე მას ლიდერობის მოპოვებაში. ვინ იცის, იქნებ სწორედ შენმა აქტიურობამ შეცვალოს რეიტინგი.

გამოგვყევით