Mercedes-Benz-ის ოფიციალური ბიზნესღონისძიება ბენე ექსკლუზივის ორგანიზებითრიგით მეექვსედ ბათუმში Sheraton Batumi-ისJasmine Lounge Bar-ში გაიმართა.
პრემიუმ ფორმატის საღამომ კერძოსექტორის, სახელმწიფო ინსტიტუტების, საბანკოდა სადაზღვევო სფეროების ლიდერები გააერთიანა.
ღონისძიება ყოველწლიურად არაფორმალურ, თუმცა მაღალი სტანდარტის გარემოში იგეგმება, სადაც ბიზნეს ლიდერები, კომპანიების დამფუძნებლები და უმაღლესი რგოლის მენეჯერები ღირებულ, გრძელვადიან დასტრატეგიულ კონტაქტებს ამყარებენ.
2026 წლის ღონისძიებაზე პარტნიორმა კომპანიებმა სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ, ბრენდირებულ ლაუნჯ-სივრცეებში ინდივიდუალური, ინტერაქციული აქტივობებით უმასპინძლეს - მოეწყო პროდუქტებისა დასასმელების დეგუსტაციები, პრეზენტაციები და გათამაშებები. საღამოს მუსიკალურ ნაწილზე კიSTEPHANE და DJ Rambo ზრუნავდნენ.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი Benefit Magazine-ის ზაფხულის ლიმიტირებული ნომრის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც „ბენეექსკლუზივის“ პარტნიორ პრემიუმ სივრცეებსა და ავტოპარკშია ხელმისაწვდომი.
„წელს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Mercedes-Benz-ის ოფიციალური ბიზნესღონისძიება სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა გარემო, სადაც პრემიუმ ხარისხი, კომფორტი და მაღალი დონის გარემო თითოეულ დეტალში იგრძნობოდა. დამეთანხმებით, რომ ამაზე მეტყველებს საქართველოში წამყვანი კომპანიების აქტიური ჩართულობა, რომლებმაც ღონისძიების სრულყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა მხოლოდ ფორმალური შეხვედრის ორგანიზება. გვსურდა, შეგვექმნა ცოცხალი, ეფექტური პლატფორმა, სადაც იბადება ახალი იდეები და მყარდება სტრატეგიული პარტნიორობები. სწორედ ამიტომ, წელს არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლობით - მოხარულები ვართ, რომ საღამოს ესწრებოდნენ, როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო, საბანკო და სადაზღვევო სფეროს ლიდერები. თითოეული პარტნიორი კომპანიისთვის ესიყო უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი ბრენდის ხელწერა და კონცეფცია ექსკლუზიური აუდიტორიისთვის განსაკუთრებული, ინდივიდუალური აქტივობებით წარედგინათ. თამამად ვიტყვი, რომ ყველა პროექტი, რომელსაც "ბენე" ექსკლუზივი უდგას სათავეში, უპირველეს ყოვლისა, უმაღლეს ხარისხთან და პრემიუმ სერვისთან ასოცირდება. თუმცა გვჯერა, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვა უწყვეტი პროცესია,ამიტომ ჩვენც მუდმივად ვსწავლობთ, ვითარდებით, ვიღებთ გამოწვევებს და ყოველწლიურად ვითვალისწინებთ თითოეულ წვრილმანს.“- აცხადებს „ბენე ექსკლუზივის“ დამფუძნებელი გიორგი გოგლიძე.
სექტორთა შორისი თანამშრომლობისა დაგრძელვადიანი პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა:
„ბენე ჯგუფთან“ მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებსდა მოხარული ვართ, რომ „ალდაგისა“ და „ბენეს“ თანამშრომლობა, კომპანიის დაარსების დღიდან უწყვეტად გრძელდება. დაზღვევა ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია, სწორედ ამიტომ, ტრადიციულად, წელსაც ერთად ვუმასპინძლეთ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას.“

ღონისძიებაზე ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და ახალი ეკოსისტემის პრეზენტაციაზე ისაუბრა ასევე, Acer Inc-ისრეგიონალურმა კომერციულმა დირექტორმა(კავკასია, ცენტრალური აზია და თურქეთი), ოთარ შეყლაშვილმა:
„ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები არის შესაძლებლობა, შევხვდეთ პარტნიორებს, გავიცნოთ ახალი ადამიანები, გავცვალოთ იდეები და გავაძლიეროთ ის ურთიერთობები, რომლებიც მომავალში წარმატებულ თანამშრომლობად შეიძლება გადაიქცეს. ძლიერი ბიზნესნეთვორქინგი ყოველთვის იყო და იქნება ინოვაციების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი. სწორედ ამიტომ, Mercedes-Benz-ის ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯი იყო, ვინაიდან ეს არის სივრცე, სადაც შეხვდებით აუდიტორიას, რომელიც აფასებს ხარისხს, ინოვაციას, თანამედროვე დიზაინსა და პრემიუმ გამოცდილებას-სწორედ იმ ღირებულებებს, რაზეც Acer დგას. საინტერესოა, რომ ღონისძიებაზე მიზანმიმართულად არ წარმოგვიდგენია ჩვენი ტრადიციული კომპიუტერული პორტფოლიო. სტუმრებს ვაჩვენეთ Acer-ისLifestyle და ჭკვიანი მოწყობილობების ეკოსისტემა, რადგან გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ბრენდი. დღეს Acer უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი. ჩვენ ვქმნით თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, რომელიც მოიცავს მობილურობას, სმარტ მოწყობილობებს, გეიმინგს, დაკავშირებულ ტექნოლოგიებსა და AI-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ჩანს ყველაზე კარგად, როგორ იცვლება ტექნოლოგიური ინდუსტრია. დღეს მომხმარებლები მხოლოდ მოწყობილობას აღარ ყიდულობენ -ისინი გამოცდილებას, ეკოსისტემას და ცხოვრების სტილს ირჩევენ. Acer სწორედ ამ მიმართულებით ტრანსფორმირდება და მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის წარდგენის შესაძლებლობა Mercedes-Benz-ის ღონისძიებამ მოგვცა.“

Mercedes-Benz-ის ოფიციალურ ბიზნესღონისძიებას 30-ზე მეტი წამყვანი ქართული დასაერთაშორისო კომპანია უჭერდა მხარს, მათშორის:Bene Exclusive • Mercedes-Benz Georgia • Mastercard • Wissol • GROHE • Sheraton Batumi Hotel • ELT Group • Aversi Pharma • Avid Oral Care • Declaré • Aldagi • Kärcher • Studio 9 • Lutecia • New Group • Franuí • Brite • Lusso Construction • Lusso Luxury Gallery • Lusso Invest • Kairos Logistics • Bene Group • Bene Comfort • Tbilisi Logistics Center • Acer • Aquaroom • Transporter • Blu Holding • Retain • Rtvelisi • Business Partner • Funky Brands
