logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1778243673

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს - ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთზე“ და განმარტავს, რომ 2026 წლის 8 მაისის მდგომარეობით, ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1,024,624.66 ლარის ოდენობით.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ 2025 წლის 11 ივლისისა და 24 ოქტომბრის განაცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები უკვე გაუქმებულ იქნა 2-2 თვის ხანგრძლივობით (დავალიანება 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 1,043,956.87 ლარს, ხოლო 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, გაზრდილი დავალიანება შეადგენდა 1,048,484.31 ლარს), თუმცა მის საქმიანობას რაიმე სახით შეზღუდვა არ შეხებია.

2026 წლის 9 იანვარს, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს  წარუდგინა განაცხადი საინკასო დავალების გაუქმების შესახებ. მომართვის დღეს, მეწარმე სუბიექტის დავალიანება შეადგენდა 1,052,765.66 ლარს. ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან აღიარებული დავალიანების შემცირება არ მომხდარა, განცხადება საინკასო დავალების კვლავ გაუქმების შესახებ აღარ დაკმაყოფილდა.

https://rs.ge/NewsArchive?newsId=1689

საინკასო დავალებების გაუქმების მოთხოვნით გადამხდელმა, ასევე წარმოადგინა განცხადებები მიმდინარე წლის შემდეგ თარიღებში: 30 იანვარს, 9 თებერვალს, 6 მარტს, 10 მარტს, 23 მარტს. გადამხდელის მოთხოვნები შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად და შესაბამისად, არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავისი მანდატის შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით, ახორციელებს საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით