logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ბალზე გაზრდილი ფასები ფერმერებისთვის მისი მოყვანის მიმზიდველობას ზრდის" - ზვიად ბობოქაშვილი

ბალზე გაზრდილი ფასები ფერმერებისთვის მისი მოყვანის მიმზიდველობას ზრდის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ზვიად ბობოქაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბლის ბაღები ძირითადად გაშენებულია შიდა ქართლი და კახეთისა და ქვემო ქართლის კონკრეტული რაიონები. 

"ფერმერებს შორის დაინტერესება მაღალია. განსაკუთრებით ახალი ჯიშების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ. ზოგადად, ეს ტენდენცია მზარდია და გვაქვს იმედი, რომ მომავალში კიდევ უფრო მძლავრად მოიკიდებს ფეხს. 

ერთი პრობლემა, რაც ბალს ჰქონდა დაკავშირებული იყო შრომით დანახარჯებთან. მისი კრეფა, სადაც ხე ძალიან მაღალი იყო კრეფა გართულებული იყო და ძალიან ძვირი ჯდებოდა და ამიტომ, ამან გარკვეულწილად წყვეტა გამოიწვია. ახლა უფრო შედარებით კომპაქტური ხეების პირობებში ეს პრობლემაც მოხსნილია და კრეფას ნაკლები მუშახელი სჭირდება. შესაბამისად, პოზიტიურ ნაბიჯებს ველოდებით", - აცხადებს ზვიად ბობოქაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მიმდინარე წლის მოსავლიანობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხული უხვნალექიანი იყო - ამას მოსავლიანობაზე დადებითი გავლენა არ ექნება და შესაძლებელია, გარკვეული რაოდენობის კლება დაფიქსირდეს. 

გამოგვყევით