Netflix-ის რეკლამებიანი, იაფი გამოწერა კომპანიისთვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბიზნესად იქცა.
ანალიტიკოსების შეფასებით, Netflix-ის სარეკლამო შემოსავალი 2026 წელს დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს- ეს თითქმის ორჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი უკვე რეკლამებიან, უფრო იაფ პაკეტს ირჩევს. Netflix-ის მონაცემებით, პლატფორმის რეკლამებიან ტარიფს უკვე 190 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ექსპერტების თქმით, სტრიმინგ პლატფორმები, დაბალი ფასი რეკლამების სანაცვლოდ, თანდათან ტრადიციული ტელევიზიის მოდელს უბრუნდება. Deloitte-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა დაახლოებით ორი მესამედი უკვე მზად არის რეკლამები ნახოს, თუ გამოწერა უფრო იაფი იქნება.
Netflix-ი პარალელურად ავითარებს საკუთარ სარეკლამო ტექნოლოგიებს და AI ინსტრუმენტებსაც, რათა ბრენდებისთვის უფრო პერსონალიზებული რეკლამები შექმნას. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომავალ წლებში რეკლამა Netflix-ის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდება.
თამარ გაზდელიანი
ფოტო:FINANCIAL TIMES