logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სატყეო სექტორში სისტემური რეფორმები იგეგმება

სატყეო სექტორში სისტემური რეფორმები იგეგმება.

„სატყეო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში გაჩნდება ახალი სუბიექტი, „ტყის მცველი“, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მასზე მიმაგრებული ტერიტორიის ფიზიკურ დაცვაზე. მისი ფუნქციები მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას.

იცვლება ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის მოქმედი სისტემა. ამჟამინდელი მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც ტენდერს, ჭრას, გადაზიდვასა და აუქციონს მოიცავს, გამარტივდება. მიზანია პროცესის დაჩქარება და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება.

ცვლილებების მიხედვით, არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება მეწარმე ფიზიკურ პირებსაც მიეცემათ. მოქმედი კანონმდებლობით, ეს უფლება ამჟამად მხოლოდ იურიდიულ პირებზე ვრცელდება. ასევე იცვლება წესები დაცულ ტერიტორიებზე , სანიტარული და მოვლითი ჭრების შედეგად, მიღებული საშეშე მერქნის მიწოდება მოსახლეობისთვის გარკვეულ შემთხვევებში გამარტივდება.

ფინანსური ნაწილის მიხედვით, მიმდინარე წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 29 მილიონი ლარი მიიმართება ტყის ფიზიკური დაცვის სისტემის ამოქმედებისა და დაახლოებით 500 ახალი თანამშრომლის დამატებისთვის. აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც ხელფასებს, ასევე ტექნიკურ აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს.

გამოგვყევით